Georgian (Georgia)English (United Kingdom)Russian (CIS)
FAIL (the browser should render some flash content, not this).

ჩვენი პარტნიორები

gmirebi

forumkavkaz

ali

სპეციალური ოპერაციების ძალები

ავტორი Socom
Socom
Socom-ს ჯერ არ აქ დაწერილი ავტობიოგრაფია
მომხნარებელი არაა საიტზე ეხლა
თარიღი ოქტომბერი 11 in მთავარი ბლოგი

საქართველოს სპეციალური ოპერაციების ძალები

ისევე როგორც მრავალი ქვეყნის შეიარაღებულ ძალებში, საქართველოს შეიარაღებულ ძალებშიც არის სპეცდანიშნულების ქვედანაყოფები, რომელთაც  გამორჩეული ადგილი  უკავიათ  ქვეყნის ძალოვან  სტრუქტურების ქვედანაყოფებს შორის.

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, საქართველო ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისთვის  ბრძოლაში, აფხაზეთის ომში, ჩაერთო, სადაც  ბრძოლა ჯერ კიდევ ბოლომდე  ჩამოუყალიბებელი  ქვედანაყოფებით  უწევდა. ომის  მიმდი-ნარეობასთან ერთად  იქმნებოდა  და  ყალიბდებოდა ქართული ქვედანაყოფები. ბევრი  მათგანი არსებობას მალევე წყვეტდა.

ომის შემდგომ პერიოდში ქვეყანა შიდადაპირისპირებებმა მოიცვა და არმიისთვის არავის ეცალა. ქვეყნის წინაშე მდგარი საფრთხეები 1998 წლის მაისის  გალის მოვლენებმა კიდევ უფრო კარგად წარმოაჩინა. სწორედ  გალის მოვლენების შემ-დეგ მოხდა არმიის რეორგანიზაციის პირველი ეტაპი და სავარაუდოდ სწორედ ამ  პერიოდს უკავშირდება კოჯრის სპეც-დანიშნულების ბრიგადის  შექმნა, რომლის  ბაზაზეც შემდგომ სპეციალური ოპერაციების დაჯგუფება, ოდნავ მოგვიანე-ბით კი სპეციალური ოპერაციების ძალები შეიქმნა.

აღსანიშნავია, რომ სპეციალური ოპერაციების ძალების შექმნაში დიდი წვლილი ჩვენმა მეგობარმა  თურქეთმა შეიტანა. 1999 წელს დაბა კოჯორში, მცირე ინტენსივობის კონფლიქტების შესწავლის ცენტრში, თურქი ინსტრუქტორების დახმა-რებით ქართული საჯარისო სპეციალური დანიშნულების ჯგუფების მომზადებისა და აღჭურვის პროგრამა დაიწყო.

2000–2004  წლებისთვის ბრიგადის შემადგენლობაში შედიოდა:  ბრიგადის  შტაბი და  სპეცდანიშნულების  ბატალიონი (სიღრმითი დაზვერვის ბატალიონი), მცირე ინტენსივობის კონფლიქტებში სამხედრო ოპერაციების მოსამზადებელი ცენტრი (ბატალიონი), საზღვაო  სპეციაულრი დანიშნულების  ჯგუფი, სპეცდანიშნულების სკოლა, გომბორის საწვრთნელი ბაზა, ბოლნისის საპარაშუტო მომზადების ცენტრი და მსუბუქ მყვინთავთა მომზადების ცენტრი თბილისის ზღვაზე.

გარდა ამისა სამხედრო-საზღვაო ძალების შემადგენლობაში შედიოდა საზღვაო ქვეითი ცალკეული კონტრტერორისტული სპეცოპერაციების რაზმი და მებრძოლი მცურავების ქვედანაყოფი, რომლებსაც წვრთნებს კოჯრის სპეცდანიშნულების ბრიგადის სპეცდანიშულების სკოლის ინსტრუქტორები უტარებდნენ.

ასევე "კომანდოს" ბატალიონი სწრაფი რეაგირების ძალებიდან (სამხელთო ძალები) და  ეროვნული  გვარდიის საჩხერის მე–16 სპეციალური სამთომსროლელი ბატალიონი.

2005 წლის დასაწყისში, ძალოვან სტრუქტურებში რეორგანიზაციის შემდეგ, კოჯრის სპეცდანიშნულების ბრიგადას შსს-დან თავდაცვის სამინისტროში გადაყვანილი "გულუას"  სახელობის სპეცდანიშნულების რაზმი შეუერთდა. თუმცა ამის მიუხედავად  "გულუას" სპეცდანიშნულების რაზმი თავის ძველი დისლოკაციის ადგილზე დარჩა. ზოგიერთი  მას სამხედრო პოლიციის სპეცრაზმად (საბრძოლო პოლიციის ბატალიონად) მოიხსენიებდა.

ქვედანაყოფის შემადგენლობაში, სპეცდანიშნულების რაზმის გარდა, გამნაღმველებისა და სნაიპერების ცალკეული ოცე-ულებიც შედიოდა.

შინაგანი ჯარების თავდაცვის სამინისტროსთან შერწყმის შემდეგ, 2005 წლის იანვრის ბრძანებულების თანახმად თავდაცვის სამინისტროს შემადგენლობაში გადავიდა შ/ჯ-ს სპეცდანიშნლების პოლკი (ეს სწორედ ის ქვედანაყოფია, რომელმაც 2004 წლის აღლუმზე Tavor-ის ტიპის ავტომატური შაშხანებით ჩაიარა და რომელმაც 2004 წლის 19 აგვისტოს, თლიაყანის ოპერაციაში ყველაზე დიდი სამუშაო შეასრულა - ამ  ოპერაციის შედეგად  ქართველებმა ჩრდილო  ოსეთის  სამშვიდობო ბატალიონ "ალანიას"  კუთვნილი БМП-2  და დიდი  რაოდენობით საბრძოლო მასალები ჩაიგდეს ხელში).  პოლკი  ახალი  ხელისუ-ფლების მოსვლისთანავე შეიქმნა  და  გარდა ტრადიციული ამოცანებისა, განსაკუთრებულ შემთხვევაში ხელისუფლების პირების დაცვაც დაევალა - როგორც ამბობენ,  საქართველოში პირველად, სწორედ  ამ ქვედანაყოფის  მებრძოლები დაეშვნენ "იროკეზის" ტიპის შვეულმფრენებიდან, ერთდროულად 4 ბაგირით....

თუმცა თავდაცვის სამინისტრომ, ეს გარემოებები არ გაითვალისწინა და ბატალიონი ფორმირების პროცესში მყოფი მე-4 ქვეითი ბრიგადის (რომელიც შ/ჯ-ს პირველი ოპერატიული ბრიგადის საფუძველზე იქმნებოდა) პირველ მსუბუქ  ქვეით  ბატალიონად  გადააკეთა. 2005 წლის  აპრილში  მე-4 ქვითი ბრიგადის შემადგენლობიდან გამოიყვანა და ცალკეულ მსუ-ბუქ ქვეით ბატალიანად გამოყო, 2005 წლის 27 მაისს კი საერთოდ გააუქმა.

გარდა ამისა, საგურამოში ჩამოყალიბდა აერომობილური  ბატალიონი, რომელიც კოჯრის სპეცდანიშნულების ბრიგადის ყოფილი სამხედრო მოსამსახურეებით დაკომპლექტდა, თუმცა ქვედანაყოფმა არსებობა მალევე შეწყვიტა.

2007  წლის ბოლოს ბრიგადამ დისლოკაციის ადგილი შეიცვალა და ვაშლიჯვარში, სამთავრობო დაცვის სპეცრაზმის  ყოფილ ბაზაზე გადავიდა.  500-მდე  სამხედრო  მოსამსახურეზე გათვლილი საცხოვრებელი კომპლექსი 2007  წლის 10  სექტემბერს გაიხსნა. კომპლექსის ტერიტორიაზე ფუნქციონირებს ყაზარმები, სასწავლო კლასები, სასადილო, სპორტდარბაზი,  სამრეცხაო, ღია და  დახურული ტირები, საიარაღო  საწყობები  და  თოკებზე დასაშვები  კონსტრუქცია. სამუშაოები სრულად 2008  წლის  ბოლომდე დარულდა - აშენდა კიდევ ერთი საცხოვრებელი  სახლი , სპეციალური  დანიშნულების სკოლის  შენობა  და  ვერტმფრენის ასაფრენ-დასაფრენი მოედანი. გარემონტდა  და კეთილმოეწყო ავტოპარკის ტერიტორია. ადგილის შეცვლასთან ერთად ბრიგადამ შეიცვალა სახელიც და მას სპეციალური ოპერაციების დაჯგუფება ეწოდა.

დაჯგუფების შემადგენლობაში შევიდა:

  • -დაჯგუფეის მმართველობა და შტაბი
  • -სპეცდანიშნულების რაზმი
  • -სპეციალური დანიშნულების მოსამზადებელი ცენტრი
  • -სწრაფი რეაგირების სამსახური
  • -საზღვაო სპეციალური დანიშნულების რაზმი
  • -უზრუნველყოფის ქვედანაყოფი
  • -საავტომობილო ქვედანაყოფი
  • -დაცვის ქვედანაყოფი
  • -ოპერატიულ მორიგეთა ჯგუფი
  • -კავშირგაბმულობისა და ინფორმაციული სისტემების სამსახური

ომამდე  ცოტა  ხნით ადრე  "გულუას"  სახელობის  სპეცდანიშნულების რაზმის  ბაზაზე დაიწყო  ე.წ. "რეინჯერების" ქვედანაყოფის (ბატალიონის) შექმნა, რომელსაც სხვადასხვა ამოცანების გარდა, მთავარი სპეცრაზმისთვის დამხმარე ამოცანების შესრულება დაევალა.

სპეციალურმა  ოპერაციების  ძალებმა  საბოლოო  სახე ომის  შემდგომ,  შეიარაღებულ ძალებში  განხორციელებული რე-ფორმების შემდეგ მიიღო და მასში გაერთიანებულ შტაბს დაქვემდებარებული სპეციალური ოპერაციების დაჯგუფების გარდა, სახმელეთო ჯარების შემადგენლობაში მყოფი 2 მსუბუქი ქვეითი ბატალიონი შევიდა.

დღეისათვის სპეციალური ოპერაციების ძალების სავარაუდო სტრუქტურა ასე გამოიყურება:

   გაერთიანებული შტაბი

  • -სპეციალური ოპერაციების ძალების მმართველობა და შტაბი, მასზე დაქვემდებარებული კავშირგაბმულობისა და ინფორმაციულისისტემების სამსახურითა და ოპერატიულ მორიგეთა ჯგუფით
  • -სპეციალური დანიშნულების რაზმი
  • -საზღვაო სპეციალური დანიშნულების რაზმი
  • -მოიერიშე ბატალიონი "ივერიონი" (ყოფ. სწრაფი რეაგირების სამსახური)
  • -უზრუნველყოფის ქვედანაყოფი (საავტომობილო ქვედანაყოფთან ერთად)
  • -სპეციალური დანიშნულების მოსამზადებელი ცენტრი

 

    სახმელეთო ჯარები:

  • -ადლიას მსუბუქი (საზღვაო) ქვეითი ბატალიონი
  • -სამთო-სადაზვერვო ბატალიონი “ალგეთი“ (ორხევის მსუბუქი ქვეითი (სწრაფი რეაგირების) ბატალიონი)

სპეციალური დანიშნულების რაზმი

სპეციალური დანიშნულების  რაზმი სპეციალური ოპერაციების  ძალების დაქვემდებარებაში არსებული მთავარი საბრ-ძოლო ქვედანაყოფია, რომელიც მზად არის განახორციელოს მასზე დაკისრებული და  მისი კომპეტენციის  ფარგლებში შემავალი ძირითადი ამოცანები (დაზვერვა, დივერსია, კონტრპარტიზანული მოქმედებები და ა.შ.).

რაზმის შემადგენლობაში შედის შტაბი და 5 სპეციალიზირებული ქვედანაყოფი, რომელთაგანაც 4 იდენტურ საბრძოლო შენაერთებს წარმოადგენს და უშუალოდ მონაწილეობს  სპეციალური ოპერაციებისთვის განკუთვნილ სამხედრო მოქმე-დებებში, ხოლო მე-5 დამხმარე დანაყოფი, საჭიროების შემთხვევაში, აძლიერებს  4  დანაყოფს პირადი  შემადგენლობის შესაბამისი სპეციალისტებით. ასევე მის საქმიანობაში შედის განაღმვითი საქმიანობის განხორციელებაც.

მოიერიშე ბატალიონი "ივერიონი"

2005 წლამდე (შინაგან  საქმეთა სამინისტროდან თავდაცვის  სამინისტროში გადმოსვლამდე) ყოფ.  გულუას სახელობის სპეცდანიშნულების  რაზმი.  თავდაცვის  სამინისტროში  გადასვლის  შემდეგ, 2007  წლამდე  მოიხსენიებოდა,  როგორც სწრაფი რეაგირების სამსახური. 2007 წლიდან, მას  შემდეგ რაც  რეინჯერების  ბატალიონის შექმნა  დაიწყო, ბოლო დრომდე, როგორც "რეინჯერების" ბატალიონი - არაოფიციალურად, დღემდე  მას  როგორც რეინჯერთა ბატალიონს ისე მოი-ხსენიებენ. რაც შეეხება თავად  რეინჯერთა ბატალიონის პირველ მებრძოლებს, ბატალიონს, არაოფიციალურად როგორც "გულუას ლეგიონს" ისე მოიხსენიებდნენ.

მოიერიშე ბატალიონის მოვალეობას სპეციალური ოპერაციების ძალებისა და შეიარაღებული ძალების სტრუქტურული ერთეულებისათვის  შესაბამის რეგიონებში სამოქმედოდ სადაზვერვო ინფორმაციის შეგროვება და შემდგომი შესაბამი-სი ინფორმირება წარმოადგენს.

ბატალიონის შემადგენლობაში  შედის: შტაბი, გამნაღმველთა  ჯგუფი  და  2 მოიერიშე  ჯგუფი (განყოფილება). მოიერიშე განყოფილებების შემადგენლობაში 3–3 მოიერიშე ჯგუფი შედის.

საზღვაო სპეციალური დანიშნულების რაზმი

საზღვაო სპეციალური დანიშნულების რაზმის ძირითადი მოვალეობა სპეციალური ოპერაციების ძალების წინაშე წყალზე  სამოქმედო არეალში დასმული ამოცანების უზრუნველყოფაა. ასევე მის დამატებით ფუნქციებში სპეციალური ოპერაციების ძალების პირადი შემადგენლობისთვის, სპეციალური წყალზე მომზადების  პრორამების  განხორციელებისას, სწავლების  მატერიალურ–ტექნიკური  ბაზითა და  პირობებით უზრუნველყოფაც შედის.

რაზმის შემადგენლობაში შედის: შტაბი, წყალქვეშა შეტევის სექცია, წყალქვეშა თავდაცვის სექცია, შეიარაღებისა  და ტექნიკის ჯგუფი (მის ძირითად მოვალეობას რაზმის მატერიალური საშუალებების შენახვა, მოვლა და მომსახურება წარმოადგენს).

წყალქვეშა შეტევის სექციის შემადგენლობაში 2  იდენტური წყალქვეშა შეტევის ჯგუფია. სექციის ძირითადი  ფუნქციაა  სპეციალური ოპერაციების  ძალების  მიერ  წყალზე  ჩასატარებელ  სპეციალურ ამოცანათა ტაქტიკური განხორციელება.

წყალქვეშა თავდაცვის სექციის შემადგენლობაში 4 წყალქვეშა თავდაცვის ჯგუფია. სექციის ძირითადი მოვალეობა, სპეციალური ოპერაციების ძალებისათვის ოპერაციით განსაზღვრულ წყლის რაიონში, მოწინააღმდეგის მიერ  წყალზე ჩასატარებელ დივერსიულ ან სხვა სპეცოპერაციათა გამოვლენა და აღკვეთა წარმოადგენს.

უზრუნველყოფის ქვედანაყოფი

ქვედანაყოფის მოვალეობას სპეციალური ოპერაციების ძალების  იარაღისა და ტექნიკის მოვლა და აღრიცხვიანობა, სპეციალური  ოპერაციების  ძალების  ქვედანაყოფებისთვის  სატრანსპორტო  მოთხოვნათა უზრუნველყოფა და სამედიცინო დახმარების გაწევა წარმოადგენს.

სპეციალური დანიშნულების მოსამზადებელი ცენტრი

მოსამზადებელი ცენტრი უზრუნველყოფს სპეციალური სამხედრო მომზადების კურსების გავლას სპეციალობის მიხედ-ვით. ცენტრს  შესაძლებლობა აქვს, სხვადასხვა  სპეციალურ  სამხედრო  სპეციალობებში დამატებითი  გადამზადებებით უზრუნველყოს პირადი შემადგენლობა, მათ შორის შეიარაღებული ძალების სხვა შენაერთებისაც.

ცენტრის შემადგენლობაში შედის: ცენტრის შტაბი, ინსტრუქტორთა განყოფილება და უცხო ენების განყოფილება.

სპეციალური დანიშნულების სკოლამ არაერთი ტრანსფორმაცია განიცადა. 2012  წლის აპრილში, სპეციალური ოპერაცი-ების ძალების შემადგენლობაში, სპეციალური დანიშნულების სასწავლო ცენტრი ჩამოყალიბდა. მის შემადგელობაში გა-ერთიანდა ოთხი სკოლა: სპეციალური დანიშნულების  სკოლა, რეინჯერთა  მომზადებს სკოლა, სნაიპერთა მომზადების სკოლა და საპარაშუტო მომზადების სკოლა

სასწავლო კურსები

სპეციალური დანიშნულების სკოლა: სპეციალური დანიშნულების კურსი; პისტოლეტიდან სროლის სპეციალური კურსი; საზღვაო სპეციალური დანიშნულების კურსი.

დაგეგმილი კურსები: პირადი დაცვის კურსი; ანტიტერორისტული კურსი.

რეინჯერთა მომზადებს სკოლა: სპეციალურ ოპერაციების ძალების რეინჯერის კურსისათვის მოსამზადებელი ეტა-პი; სპეციალურ ოპერაციების ძალების რეინჯერის კურსი; შეირაღებული ძალების რენჯერის კურსი.

დაგეგმილი კურსები: თვითგადარჩენის კურსი.

სნაიპერთა მომზადების სკოლა: საჯარისო სნაიპერთა მომზადების კურსი; სპეციალური დანიშნულების სნაიპერის კურსი.

საპარაშუტო მომზადების სკოლა: პარაშუტისტის პირველადი მომზადების კურსი; პარაშუტისტის წყალზე მომზა-დების კურსი; თავისუფალი ვარდნის კურსი; პარაშუტის მკეცავის მომზადების კურსი; მიწისზედა ინსტრუქტორ-პარაშუტისტის მომზადების კურსი.

 

ადლიას მსუბუქი ქვეითი ბატალიონი

ბატალიონი სტრუქტურულად  სახმელეთო ჯარების  შემადგენლობაში  შედის, თუმცა სპეციალური  ოპერაციების  ძა-ლებს ემორჩილება. ბატალიონის პირადი შემადგენლობა სპეციალური  მომზადების კურსების სპეციალური დანიშნუ-ლების მოსამზადებელ ცენტრში გადის.

ქვედანაყოფის  ძირითად მოვალეობას სპეციალური ოპერაციების  ძალებისა და სახმელეთო ძალების ქვედანაყოფები-სათვის, საზღვაო სანაპირო ზოლში მოქმედებისას, მხარდაჭერა და დახმარების აღმოჩენა წარმოადგენს.

სამთო–სადაზვერვო ბატალიონი "ალგეთი"

(ორხევის სწარფი რეაგირების ბატალიონი)

ორხევის ბატალიონიც, ისევე  როგორც ადლიას მსუბუქი  ქვეითი  ბატალიონი, სტრუქტურულად სახმელთო  ძალების შემადგენლობაში შედის, თუმცა ისიც სპეციალურ ოპერაციების ძალებს ემორჩილება და მომზადებას სპეციალური და-ნიშნულების მოსამზადებელ ცენტრში გადის.

ბატალიონის ამოცანას სპეციალური ოპერაციების ძალებისა და სახმელეთო ძალების ქვედანაყოფებისათვის სამთო რაი-ონებში მოქმედებისას მხარდაჭერა და დახმარების აღმოჩენა წარმოადგენს.

ბატალიონის პირად შემადგენლობას გავლილი აქვს ზაფხულისა და ზამთრის სამთო სადაზვერვო მომზადების კურსები.

ბოლო ხანებში, იყო მცდელობა სახმელეთო ჯარებში, ერთ-ერთი ქვეითი ბრიგადის მსუბუქი ქვეითი ბატალიონის საფუძველზე შექმნილიყო (უფრო სწორად ბატალიონს მსუბუქი ქვეითის მაგივრად მიეცემოდა სპეცდანიშნულების სახე, მაგრამ  დარჩებოდა ქვეითი ბრიგადის შემადგენლობაში ძველი სახელით) კიდევ  ერთი სპეცდანიშნულების  ქვედანაყოფი, თუმცა საქმე ბოლომდე არ მისულა.

ბატალიონის პირადი შემადგენლობის დიდ ნაწილს გავლილი აქვს რეინჯერის კურსები. გარდა ტრადიციული  იარაღისა, ბატალიონის მებრძოლების შეიარაღებაში Tavor-ის ტიპის ავტომატური  და Barret-ის  ტიპის სნაიპერული შაშხანები, ასევე Скиф-ის ტიპის ტანკსაწინააღმდეგო მართვადი სარაკეტო კომპლექსები და ა.შ.

ბატალიონის სტრუქტურა, სხვა მსუბუქი ქვეითი ბატალიონებისაგან, ოდნავ განსხვავებულია და 4 ასეულის (ალფა, ბრავო, ჩარლი, დელტა) ნაცვლად, მასში 3 ასეული შედის. განსხვავებებია ქვედა დონის რგოლებშიც.  მაგ. ათეულის  შემადგენლობაში შედის:  მეთაური (ГП-25-ის მსროლელი), ყუმბარმტყორცნელი (РПГ-7), დამხმარე, მეტყვიამფრქვევე (ПКМ), დამხმარე, მეტყვიამფრქვევე (РПК–74), სნაიპერი (СВД).

ამის გამო, აღნიშნული ბატალიონი, სხვა ბატალიონებისაგან განსხვავებით, მოიხსენიება, როგორც ქვეითი ბატალიონი, ნაცვლად მსუბუქი ქვეითისა.

მართალია აღნიშნული ბატალიონი, სავარაუდოდ არ  შედის სპეციალური ოპერაციების ძალების შემადგენლობაში, მაგრამ თავისი მომზადების დონისა და აღჭურვილობის საშუალებით, მსუბუქი ქვეითი ბრიგადების დაზვერვის ასეულებთან ერთად (რომლებიც  ჩვეულებრივ  მსუბუქ  ქვეით ბატალიონებზე უკეთესად არიან  მომზადებულები და გავლილი აქვთ სამთო მომზადებისა და რეინჯერის კურსები) შეუძლია დიდი დახმარება გაუწიონ სახმელეთო  ჯარებისა და  სპეციალური ოპერაციების ძალების ქვედანაყოფებს, და შეასრულონ სპეციალური ოპერაციების ძალებისათვის მხარდამჭე-რი ამოცანები.

კანიდდატების შერჩევა

სპეცძალებში სამსახურისათვის პირადი  შემადგენლობის შერჩევა მკაცრად და ზედმიწევნით ყურადღებით მიმდინარე-ობს. დამატებით შერჩევას ექვემდებარებიან ისინი ვისაც მთავარ სპეციალურ დანიშნულების რაზმში სამსახური სურთ. სტატისტიკის  მიხედვით, სპეცდანიშნულების  ძალების  შერჩევას  300 კანდიდატიდან  მხოლოდ 20  გადის  (2000-2002 წლების მიხედვით). სტანდარტების მოთხოვნები მხოლოდ ფიზიკური შესაძლებლობებით არ ამოიწურება, მასში გათვა-ლისწინებულია აგრეთვე კანდიდატის გონებრივი განვითარების დონე, დისციპლინა და ფსიქოლოგიური მდგრადობა.

შესარჩევი ტურების წარმატებით გავლის შემდეგ კანდიდატები სპეცდანიშნულების ძალებში ირიცხებიან და სპეციალუ-რი დანიშნულების მოსამზადებელ ცენტრში სასწავლო კურსების ათვისებას იწყებენ:

გადიან საპარაშუტო მომზადებას, რომელიც თვითმფრინავიდან და შვეულმფრენიდან პარაშუტით ხტომებს ითვალის-წინებს; სამთო  მომზადებას (სიმაღლიდან დაშვება. კვალიფიკაციის  ამაღლების  მიზნით, დამატებით მომზადებისა და  გადამზადების კურსებს გადიან საჩხერის სამთო  მომზადების სკოლაში);

ეუფლებიან მსუბუქი მყვინთავისა და ამფეთქებლის კვალიფიკაციებს; გადიან სნაიპერის კურსებს და ა.შ.

სპეციალური ოპერაციების ძალების ქვედანაყოფები სხვადასხვა ქვეყნების სპეცდანიშნულების ქვედანაყოფებთნაც თა-ნამშრომლობენ და მომზადებას მათთან ერთად გადიან.

ერთ-ერთი ასეთი ქვეყანაა თურქეთი. საზღვაო სპეციალური დანიშნულების რაზმის მებრძოლები ერთობლივ მომზადე-ბას გადიან თურქეთის სამხედრო საზღვაო ძალების სპეცდანიშნულების რაზმებთან, SAS-თან და SAT-თან.

2008 წელს, ამავე რაზმის მებრძოლებმა, კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსები ლატვიის სამხედრო საზღვაო ძალების ლიეპაიას მყვინთავთა მოსამზადებელ ცენტრში გაიარეს.

2002 წელს დაწყებულ ქართულ–ამერიკული წვრთნისა და აღჭურვის პროგრამის (GTEP) ფარგლებში, "კომანდოს" ბატალიონის გარდა, "მწვანე ბერეტებისა" და მე–10 სამთო დივიზიის ინსტრუქტორებმა კოჯრის სპეცდანიშნულების ბრიგადის მებრძოლებიც მოამზადეს.
დახმარება შემდგომ  წლებშიც გაგრძელდა და ქართველ მებრძოლებს საზღვაო  ქვეითთა კორპუსის სპეცდანიშნულე-ბის ქვედანაყოფების, მწვანე ბერეტებისა (მათ შორის მე-10 სპეცდანიშნულების ჯგუფის) და მე-10 სამთო დივიზიის ინსტრუქტორები შემდგომ წლებშიც ამზადებდნენ. რამდენიმე მებრძოლმა გადამზადების კურსები ფორტ-ბენინგის რეინჯერთა სკოლაშიც გაიარა.

აშშ–ს, თურქეთისა და ლატვიის გარდა თანამშრომლობა სხვადასხვა პერიოდში გერმანიის, საფრანგეთის, კანადის, შვეიცარიის, ნორვეგიის, ჩეხეთის, დიდი ბრიტანეთის, ისრაელის, უკრაინისა და NATO–ს წევრ და პარტნიორ სხვა ქვეყნების წარმომადგენლებთანაც მიმდინარეობდა (აქ მარტო სპეცდანიშნულების ქვედანაყოფები არ იგულისხმება).

აღჭურვილობა და შეიარაღება
სპეციალური ოპერაციების ძალების მებრძოლები  შეიარაღებაშია: ПМ, Glock-17 და Glock-21 ტიპის პის-ტოლეტები; MP5SD  ტიპის  პისტოლეტ–ტყვიმფრქვევები; АС Вал,  АКС-74У, АКС-74,  АКМС, M4A3 ტიპის ავტომატები და საიერიშო შაშხანები; ВСС  Винторез, TRG-22, TRG-42 (.300 win mag), GalATZ, СВД, DT SRS, Mcmillan TAC-50, Barret M82A1, OP-96 Falcon და M-93 Black Arrow  ტიპის  სნაიპერული  შაშხა-ნები; РПК(С)-74, РПК(С), Negev Commando, Negev, ПК/ПКМ (საბჭოთა და ბულგარული ვარიანტები) და НСВ-12,7 УТЁС ტიპის ტყვიამფრქვევები; ГП-25, AIM-40 და UBGL-M7 ტიპის ლულისვქეშა ყუმბარმტყორცნები; АГС-17 და CIS-40AGL ტიპის ავტომატური ყუმბარმტყორცნები; РПГ-22 და РПГ-7 ტიპის ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარმტყორცნები; Фагот–ისა და  Метис–ის ტიპის ტანკსაწინააღმდეგო მართვადი რაკეტები; 60მმ–იანი ნაღმმტყორცნები და ა.შ
იყენებენ Harris–ის, Motorola–ს და სხვადასხვა მოდელის რადიოსადგურებს; Trijicon–ის, EOTech–ის, Aim-point–ისა და სხვადასხვა ფირმის სამიზნეებს; AN/PEQ–2 ტიპის ლაზერულ მომნიშვნელებს; BlackHawk-ის ჟილეტებს, ჩაკეტილი ციკლის სუნთქვის აპარატებს, T-10 ტიპის პარაშუტებს და ა.შ
წყალზე, ხმელეთსა და თოვლზე გადაადგილებისთვის ქვედანაყოფები იყენებენ SeaDoo ტიპის სქუთერებს, Yamaha FX-Nytro  ტიპის თოვლმავლებს, Outlander R800 ტიპის  კვადროციკლებს,  Land Rover Defender 110/130-ის, Toyota land cruiser/land cruiser 70-ის და Toyota Hilux-ის ტიპის მაღალი გამავლობის ავტომობი-ლებს, UNIMOG 1300-ისა და КамАЗ-ის ტიპის სატვირთოებს,  M1151 HMMWVE-სა და Otokar Cobra-ს  ტიპის ჯავშანმანქანებს.
РН-900 "შავი ზვიგენისა" და APEX–ის ტიპის კატარღებსა და ა.შ.

საბრძოლო გამოცდილება

სამშვიდობო მისიები

კოჯრის სპეცდანიშნულების რაზმი მონაწილეობას იღებდა ერაყისა (2003 და 2006 წელს) და კოსოსვოს (ბალკანეთის ნახევარკუნძული - თურქული და გერმანული კონტიგენტების შემადგენლობაში) სამშვიდობო მისიებში.

პირველ ქართულ სამშვიდობო კონტიგენტებს, კოსოვოსა თუ ერაყის სამშვიდობო მისიებში, სწორედ კოჯრის სპეცდა-ნიშნულების ბრიგადის ქვედანაყოფები წარმოადგენდნენ.

კოსოვო (KFOR)

პირველი ქართული სამშვიდობო კონტიგენტი, კოსოვოში 1999 წელს გამოჩნდა. კოჯრის სპეცდანიშნულების ბრიგადის ერთი ოცეული (34 კაცი)  ქალაქ მამუშაში განლაგებული თურქული ბატალიონის შემაგდენლობაში შევიდა და სამშვი-დობო მისიის შესრულებას შეუდგა.

2005 წლის 2 ოქტომბერს, კოსოვოს სამშვიდობო ოპერაციაში მონაწილეობის მისაღებად საგურამოს ცალკეული მსუბუქი ქვეითი (აერომობილური) ბატალიონის ერთი ასეული გაემგზავრა. 150-მა სამხედრო მოსამსახურემ 2 თვიანი მომზადება ჯერ საქართველოში გაიარა, შემდეგ კი დამატებით ერთთვიანი მომზადება - გერმანიაში, რის შემდეგაც სამშვიდობო მი-სიაში მონაწილეობის მიღებას, ქალაქ პრიზრენში, გერმანული სამშვიდობო კონტიგენტის შემადგენლობაში, ოფიციალუ-რად შეუდგა.

კოსოვოს სამშვიდობო ოპერაციაში მონაწილეობა შემდგომ წლებშიც გაგრძელდა. 2006 წლის 24 ივლისიდან 2007 წლის 24 იანვრამდე ქ. მამუშაში განლაგებული თურქული ბატალიონის შემადგენლობაში კოჯრის სპეცდანიშნულების ბრიგადის მორიგი ოცეული გამოჩნდა, რომელიც 6 თვის შემდეგ, მე-3 ქვეითი ბრიგადის 31-ე ბატალიონის ოცეულმა (34  კაცი)  ჩაა-ნაცვლა.

ერაყი

პირველი ქართული კონტიგენტი ერაყში სამშვიდობო მისიის შესრულება 2003 წლის 3 აგვისტოდან შეუდგა.  71 კაციანი კონტიგენტში კოჯრის სპეცდანიშნულების ბრიგადის ოცეული (34  სამხედრო მოსამსახურე),  გამნაღმველები  და  სამე-დიცინო პერსონალი  შედიოდა.  სპეცდანიშულების  ბრიგადის ოცეული და  გამნაღმველები ქალაქ  თიქრიტის  ახლოს დისლოცირებული აშშ-ს არმიის მე-4 ქვეითი დივიზიის ბაზაზე დაბანაკდა. ოცეულის შეიარაღებაში შედიოდა: 28 АКМ-АКМС ტიპის ავტომატი; 3 РПК ტიპის ხელის ტყვიამფრქვევი; 3 СВД ტიპის სნაიპერული შაშხანა; 3 РПГ-7В ტიპის ხელის ყუმბარმტყორცნი; 6 ГП-25 ტიპის ლულისქვეშა ყუმბარმტყორცნი და 13 ПМ ტიპის პისტოლეტი. ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური მოვლენების გამო, სამშვიდობო კონტიგენტის დროული ჩანაცვლება ვერ მოხერხდა და ისინი სამშობლო-ში 2004 წლის 2 მარტს, 1 თვის დაგვიანებით დაბრუნდნენ.

2004 წლის აპრილს, ერაყში სამშვიდობო მისიაში მონაწილეობის მისაღებად საჩხერის მე-16  სამთო-მსროლელი სპეცდა-ნიშნულების ბატალიონის ერთი ასეული, ვლადიმერ ჩაჩიბაიას მეთაურობით გაემგზავრა. 159 კაციანი კონტიგენტი, ისე-ვე როგორც კოჯრის სპეცდანიშნულების ოცეული, ქალაქ თიქრიტში აშშ-ს არმიის მე-4  ქვეითი დივიზიის ბაზაზე დაბა-ნაკდა. სამშვიდობო მისიის დასრულების შემდეგ, 6 თვეში, სამთო-მსროლელი ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეები „კომანდოს“ ბატალიონის პირადმა შემადგენლობამ ჩაანაცვლა.

კოჯრის სპეცდანიშნულების ბრიგადის სამხედრო მოსამსახურეები, ერაყს მეორედ უკვე 2006 წელს მაიორ ლევან ამირი-ძის მეთაურობით „ეწვივნენ“. სპეცდანიშნულების ბრიგადის ბატალიონი, 330 კაცის შემადგენლობით, ქალაქ ბაქუბაში 6 მაისს გაემგზავრა და მე-2 ქვეითი ბრიგადის 23-ე ბატალიონი ჩაანაცვლა. 2006 წლის 19 აგვისტოს აშშ-ს ერაყში მრავალ-ეროვნული ძალების ჩრდილოეთის მიმართულების 101-ე საპარაშუტო დივიზიის მეთაურის,  გენერალ-მაიორ  ჯორჯ სოუნსის ინიციატივით  19  ქართველ სამხედროს  სამკერდე ნიშნები გადაეცა.  ბატალიონი სამშობლოში 2006  წლის  27 ნოემბერს დაბრუნდა.

2006 წლის 24 სექტემბრიდან, 2007 წლის 8 აპრილამდე სამშვიდობო მისიაში მონაწილეობას ბათუმის I ცალკეული მსუ-ბუქი ქვეითი ბატალიონიც იღებდა. ბატალიონი ბაღდადში იყო დისლოცირებული, სამშვიდობო მისიის დასრულების შემდეგ, იგი მე-3 ქვეითი ბრიგადის 33-ე ბატალიონმა ჩაანაცვლა.

ავღანეთი (ISAF)

ISAF-ის სამშვიდობო ოპერაციაში მონაწილეობის მისაღებად პირველად, 2004 წელს, საჩხერის მე–16 სამთო–მსროლელი ბატალიონის გაძლიერებული ქვეითთა ოცეული (50 სამხედრო მოსამსახურე)  გაიგზავნა. ოცეული მისიას გერმანული კონტიგენტის შემადგენლობაში ასრულებდა. მათი ამოცანა ავღანეთში საპრეზიდენტო არჩევნების უსაფრთხოების უზრუნველყოფა იყო.

2008 წლის აგვისტოს ომამდე ცოტა ხნით ადრე, დაგეგმილი იყო სპეციალური ოპერაციების დაჯგუფების 1 ასეულის (59 სამხედრო მოსამსახურე) გაგზავნა  ISAF-ის  სამშვიდობო  ოპერაციაში.  თუმცა, შემდგომში,  ქვეყანაში  განვითარებული მოვლენების გამო ეს გეგმა ვეღარ განორციელდა.

2012  წლის იანვრიდან მოყოლებული, ადლიას  მსუბუქი  ქვეითი ბატალიონის გაძლიერებული ქვეითთა  ოცეული  (50 სამხედრო მოსამსახურე) მონაწილეობას იღებს ISAF–ის სამშვიდობო მისიაში, ქალაქ ქაბულში, ფრანგული კონტიგენტის შემადგენლობაში. ადლიას  მსუბუქი ქვეითი ბატალიონის  ბატალიონის ოცეულმა, ფრანგული კონტიგენტის შემადგენ-ლობაში მყოფი ქართული ასეული ჩაანაცვლა.

ომები და კონფლიქტები

2001 წლის კოდორის მოვლენების დროს, გვარდიის ქვედანაყოფებთან ერთად კოდორში კოჯრის სპეც-დანიშნულების რაზმის ჯგუფიც იქნა გადასროლილი.

2002 წლის პანკისის მოვლენების დროს, უშიშროებისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფებთან და  საზღვაო თავდაცვის ძალების  ქვედანაყოფებთნ ერთად, აქტიურად მოანაწილეობდა პანკისში მიმ-დინარე ანტიტერორისტულ ოპერაციებში.

2004 წლის ზაფხულში ცხინვალში მიმდინარე მოვლენებში, სადაც 19 აგვისტოს თლიაყანის ოპერაციის დროს შ.ჯ–ს პირველი ოპერატიული ბრიგადის სპეცდანიშნულების პოლკთან და შსს–ს "გულუას" სახე-ლობისა და უშიშროების  სამინისტროს  "შავნაბადას"  ანტიტერორისტული ცენტრის მებრძოლებთნ ერ-თად ჩატარებული ოპერაციის დროს მოახდინეს თლიაყანის სიმაღლეების აღება და მოწინააღმდეგის 1 БМП-2 ჩაიგდეს ხელში.

2006 წელს, კოდორის მოვლენების დროს, შსს–ს დანაყოფებთან ერთად იმყოფებოდა ხეობაში და მონა-წილეობას იღებდა სპეცოპერაციაში.

2008 წლის აგვიტოს ომის დროს სპეცდანიშნულების რაზმის დანაყოფები ძირითდად ცხინვალის მიმა-რთულებით მოქმედებდნენ,ხოლო ე.წ "რეინჯერთა" ბატალიონი, საჩხერის სამთო მომზადების სკოლის გამცილებლებთან ერთად, ჯავის მიმართულებაზე. საომარი მოქმედებების მიმდინარეობის პერიოდში სპეციალურმა ოპერაციების  დაჯგუფებამ 1  სამხედრო მოსასახურე, სერჟანტი კახაბერ თავგორაშივლი, დაკარგა.  

სპეციალური ოპერაციების ძალების ქვედანაყოფები, აქტიურად იყვნენ ჩართულნი 2012 წლის აგვისტოში, ლაფანყურში მიმდინარე სპეცოპერაციაში. სამწუხაროდ, სპეცოპერაციის მსვლელობისას დაიღუპა, სპეციალური ოპერაციების ძალე-ბის ექიმი – კაპრალი ვლადიმერ მურადის-ძე ხვედელიძე.

P.S გარდა ამისას შეიარაღებული ძალების შემადგენლობაში სხვადასხვა დროს ირიცხებო-და ცალკეული დაზვერვის ბატალიონი, ასევე 2001 წლამდე ირიცხებოდა დუშეთისა და ალექსეევკის სპეცდანიშნულების რაზმები და სხვა  ქვედანაყოფები (მაგ. თელავის  სადესანტო მოიერშე ბატალიონი, რომლის ბაზაზეც შემ-დგომ საზღვაო ქვეითი ბატალიონი შეიქმნა, ისანში დისლოცირებული სპცდანიშნულების ბატალიონი (თუმცა აქ შეიძლება "კომანდოს" ბატალიონი იგულისხმებოდეს, იმის გათვალისწინებით რომ 2002 წლის დოკუმენტში ბატალიონი GTEP პროგრამაში მონაწილე ქვედანაყოფად არის მოხსენიებული – "კომანდოს" ბატალიონის დისლოკაციის ადგილზე დანამდვილებით ვერაფერს ვიტყვი)) თუმცა მათ შესახებ დეტალური ინფორმაცია არ მოიპოვება
 

თუ რამე შეცდომა იქნება მომიტევეთ (როგორც ინფორმაციული თვალსაზრისით, ასევე გრამატიკული და სხვა ტიპის შეცდომები).

 

თეგები: უთეგო
ჰიტები: 7010
0 ხმა

კომენტარის დამატება


დამცავი კოდი
კოდის განახლება