Georgian (Georgia)English (United Kingdom)Russian (CIS)
FAIL (the browser should render some flash content, not this).

ჩვენი პარტნიორები

gmirebi

forumkavkaz

ali

საქართველოს ეროვნული გმირები
 

35gf26312ed213

საქართველოს ეროვნული გმირის წოდება არის საქართველოს უმაღლესი სახელმწიფო წოდება, რომელიც ენიჭება პირს საქართველოსთვის განსაკუთრებული, გამორჩეული გმირული  ქმედებებისათვის. საქართველოს ეროვნული გმირის წოდების მინიჭებასთან ერთად პირს გადაეცემა ეროვნული გმირის ორდენი. ეროვნული გმირის ორდენი დაწესდა 2004 წლის 24 ივნისს.

დღეისათვის საქართველოს ეროვნული გმირის წოდება მინიჭებული აქვს 11 ადამიანს

სასურველი ბიოგრაფიის სანახავად მაუსით დააწკაპეთ ფოტოზე.

72

ჟიული შარტავა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე.
დაიღუპა 1993 წლის 27 სექტემბერს.სოხუმში.

310037 288051394617522 867062690 n

ზაზა დამენია

 საქართველოს შეიარაღებული ძალების კომანდოს 112-ე ბატალიონის კაპრალი.
დაიღუპა 2004 წლის 16 აგვისტოს ცხინვალის რეგიონში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებისას.

P8070275

გიორგი ანწუხელიძე

 საქართველოს შეიარაღებული ძალების IV ქვეითი ბრიგადის 41-ე ბატალიონის უმცროსი სერჟანტი.
დაიღუპა 2008 წლის 9 აგვისტოს, რუსეთ-საქართველოს ომში.

ზურა იარაჯული

 საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო-საჰაერო ძალების მფრინავი.
დაიღუპა 1993 წლის 16 ივლისს აფხაზეთის ომში.

გიორგი მაზნიაშვილი 

(1870 - 1937) გამოჩენილი ქართველი გენერალი. იგი 1937 წელს საბჭოთა ხელისუფლებამ დახვრიტა.

ამბროსი ხელაია

 (1861-1927) საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი 1921-1927 წლებში. გარდაიცვალა 1927 წლის 29 მარტს.

ექვთიმე თაყაიშვილი

(1863-1953)  ქართველი ისტორიკოსი, არქეოლოგი და საზოგადო მოღვაწე,
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, პროფესორი,
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთ-ერთი დამფუძნებელი,
მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდანი.
1921 წლის საბჭოთა ოკუპაციისას საფრანგეთში გადამალული ქართული საგანძურის მცველი.

მიხაკო წერეთელი 

 (1878-1965) ქართველი მეცნიერი ძველი აღმოსავლეთის ისტორიის დარგში, ფილოლოგი, პუბლიცისტი, სოციოლოგი, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე.

გრიგოლ ფერაძე 

 (1899-1942) მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდანი, ქართველი თეოლოგი, ისტორიკოსი, არქიმანდრიტი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. სიცოცხლის ბოლო წლებში მოღვაწეობდა პოლონეთში, სასულიერო პირის სტატუსით. გარდაიცვალა მეორე მსოფლიო ომის დროს ოსვენციმის საკონცენტრაციო ბანაკში, სადაც გერმანელმა ნაცისტებმა პოლონელი ებრაელებისთვის დახმარების გაწევის გამო მოათავსეს.

ზვიად გამსახურდია 

 (1939-1993) მეცნიერი-ფილოლოგი, მწერალი, მთარგმნელი, პოლიტიკოსი, დისიდენტი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის (1973—1990 წწ) ერთ-ერთი ლიდერი,
საქართველოს პირველი პრეზიდენტი (1991—1992).

merabi 12314s

მერაბ კოსტავა

 (1939-1989) ქართველი დისიდენტი, მუსიკათმცოდნე, პოეტი, საზოგადო მოღვაწე. საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის (1973—1990 წწ) ლიდერი.



WWW.GEO-ARMY.GE 

2013 წელი