Georgian (Georgia)English (United Kingdom)Russian (CIS)
FAIL (the browser should render some flash content, not this).

ჩვენი პარტნიორები

gmirebi

forumkavkaz

ali

სუ–25კმ ,,მიმინო'' წარმოადგენს სუ-25კმ ,,სკორპიონის,, სპეციალურად  ქართული არმიისთვის განკუთვნილ ვარიანტს.


სუ–25კმ (სკორპიონი)


შემმუშავებელი: Elbit Systems Ltd  (ისრაელი), "თამ–თბილავიამშენი" (საქართველო).

სუ–25კმ (კომერციული ვარიანტი, მოდერნიზებული) ქარხნის მიერ იწარმოება 2001 წლიდან. პირველი თვითმფრინავი აფრინდა 2001 წლის 14 აპრილს. სულ მოდერნიზებულია 6 თვითმფრინავი.

სუ–25კმ შედის საქართველოსა და თურქმენეთის სამხედრო–საჰაერო ძალების შეიარაღებაში.

352844d86e7d
საქართველოს საჰაერო ძალების სუ–25კმ ,,მიმინო''

მოდერნიზაციის მიზნები

თვითმფრინავ სუ–25კ–ს მოდერნიზაცია ტარდება მისი საბრძოლო შესაძლებლობების ამაღლების და საბრძოლო გამოყენების სფეროს გაფართოების, ასევე საექსპლუატაციო ხარჯების შემცირების მიზნით.

  • NATO–ს სისტემებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა;
  • ICAO–ს სისტემებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა;
  • თვითმფრინავის გამოყენების უზრუნველყოფა ღამით და ცუდ მეტეოპირობებში;
  • განადგურების საავიაციო სისტემების (ავიაბომბები, ქვემეხები, არამართვადი რეაქტიული ჭურვები) გამოყენების სიზუსტის ამაღლება დაახლოებით 2,5 – 3–ჯერ;
  • საჰაერო ბრძოლაში გამოყენების ეფექტიანობის ამაღლება დაახლოებით 2,5 – 3–ჯერ;
  • ფრენის უსაფრთხოების ამაღლება ალგორითმებისა და სიტყვიერი გაფრთხილებების ხარჯზე;
  • მიზნის თავზე მდებარეობის დროის ამაღლება 20%–ით ფრენის მარშრუტის ოპტიმიზაციის ხარჯზე;
  • სავარჯიშო–სასწავლო თვისებების უზრუნველყოფა დასავლური კონცეფციის გამოყენების ხარჯზე (ფოტო და კინოკონტროლის აპარატურის ნაცვლად ვიდეოჩანაწერების გამოყენება);
  • საავიაციო საშუალებების გაფართოებული ნომენკლატურის გამოყენების უზრუნველყოფა;
  • სისტემების საიმედოობის ამაღლება;
  • პილოტზე დატვირთვის შემცირება კაბინაში გადამრთველების და ხელსაწყოების რაოდენობის შემცირების  ხარჯზე, ფერადი დისპლეების და ციფრული ბარათების მეშვეობით;
  • ექსპლუატაციის დანახარჯების შემცირება დასავლური ტექნოლოგიების გამოყენებით;
  • თვითმფრინავის ფრენისათვის მომზადების დროის შემცირება.


მოკლე ცნობები ავიონიკის შესახებ

თვითმფრინავი სუ–25კმ აღჭურვილია თანამედროვე საავიციო რადიოელექტრონიკით, რომელიც შეიცავს ტექნოლოგიას «glass cockpit» , მოდერნიზებულ ნავიგაციურ სისტემას და შეიარაღების მართვის სისტემას.

ავიონიკის კომპლექსი დაფუძნებულია Elbit Systems Ltd ფირმის მოდულურ მრავალფუნქციურ კომპიუტერზე MMRC (Modular Multi-Role Computer) , რომელიც შეერთებულია 1553B ტიპის მონაცემთა გაცვლის ორი სალტით.

კაბინამ განიცადა ღრმა მოდერნიზაცია. ანალოგური ხელსაწყოების უმრავლესობა შეიცვალა 6' x 8' ზომის ორი მრავალფუნქციური ფერადი დისპლეით MFCD (multifunction color displays). დაყენდა სისტემა HOTAS (Hands-On-Throttle-And-Stick) , რომელიც პილოტს საშუალებას აძლევს შეასრულოს მრავალი ოპერაცია ძრავების და თვითმფრინავის მართვის სახელურებიდან ხელების აუღებლად. წინა მინაზე ინდიკაციის სისტემა შეიცვალა მართვის პანელის HUD (Head Up Display) მქონე ახალი სისტემით.

კომპლექსში შედის ახალი სანავიგაციო სისტემა, რომელიც მუშაობს როგორც GPS რეჟიმში, ასევე ინერციალურ რეჟიმშიც. თვითმფრინავის ტარების რადიოაპარატურა ასევე შეიცავს დაჯდომის სისტემასაც VOR/ILS. სანავიგაციო ინფორმაცია აისახება ფერად დისპლეიზე მოძრავი რუკის რეჟიმში. დაყენებულია ორი ახალი რადიოსადგური: UHF და VHF, რომლებიც უზრუნველყოფენ მოსმენისაგან დაცულ კავშირს.

თვითმფრინავზე ასევე დამონტაჟებულია NATO–ს სტანდარტების შესაბამისი სახელმწიფოებრივი ამოსაცნობი სისტემა (IFF).

მოიერიშე თვითმფრინავის სუ–25კ მოდერნიზაცია წარმოებს კაპიტალურ რემონტთან ერთად, რის შედეგადაც იზრდება თვითმფრინავის რესურსი და სამსახურის ვადა.

 

ტაქტიკურ–ტექნიკური მახასიათებლები

ეკიპაჟი

1 კაცი

გეომეტრიული მახასიათებლები

 

თვითმფრინავის ზომები:

 

    – სიგრძე, მ

15,53

    – გაქანი, მ

14,36

    – სიმაღლე, მ

4,80

ფრთის ფართობი, მ²

30,10

წონის მახასიათებლები

 

ცარიელი თვითმფრინავის წონა, კგ

9100

ასაფრენი წონა:

 

    – ნორმალური, კგ

14520

    – მაქსიმალური, კგ

17500

დასაჯდომი წონა:

 

    – ნორმალური, კგ

11000

    – მაქსიმალური, კგ

12100

მაქსიმალური საბრძოლო დატვირთვა, კგ

4500

შიდა ავზებში გამომუშავებული საწვავის მარაგი, ლ

3660

დამატებითი საწვავის ავზების ტევადობა ПТБ-800 (4 ცალი), ლ

820 (თითო)

დამატებითი საწვავის ავზების ტევადობა ПТБ-1150 (2 ცალი), ლ

1160 (თითო)

ძალოვანი დანადგარი

 

ძრავების ტიპი და რაოდენობა

2 ТРД  Р-195

წევა საგანგებო რეჟიმში, კგძ

2 х 4500

საფრენ-ტექნიკური მახასიათებლები

 

პრაქტიკული ჭერი, მ

7000

მაქსიმალური სიჩქარე:

 

    – მიწასთან, კმ/სთ

950

    – სიმაღლეზე

М=0.82

ფრენის პრაქტიკული სიშორე:

 

    – მიწასთან, კმ

495

    – სიმაღლეზე, კმ

1000

    – 4хПТБ-800–დან, კმ

1980

გაფრენისათვის გარბენის სიგრძე:

 

    – ნორმალური ასაფრენი მასით, მ

500

    – მაქსიმალური ასაფრენი მასით, მ

1050

დაფრენისათვის გარბენის სიგრძე:

 

    – ნორმალური დასაჯდომი მასით, მ 

550

    – მაქსიმალური დასაჯდომი მასით, მ 

750

მაქსიმალური საექსპლუატაციო გადატვირთვა

+6,5/-2,0

შეიარაღება

 

საქვემეხო შეიარაღება:

 

    – ჩაშენებული საქვემეხო მოწყობილობა

ВПУ-17А, ორლულიანი 30-მმ ქვემეხით ГШ-30, მარაგი 250 ტყვია

    – მოსახსნელი მოძრავი საქვემეხო მოწყობილობა (4 ცალი)

СППУ-22-01, ორლულიანი 30-მმ ქვემეხით ГШ-30, მარაგი 260 ტყვია თითოეულზე

სარაკეტო შეიარაღება:

 

    – "ჰაერი–ჰაერის" ტიპის მართვადი რაკეტები 

Р-60 (Р-60М), Р-73

    – "ჰაერი–მიწა" ტიპის მართვადი რაკეტები

Х-25МЛ, С-25Л, Х-29Л

    – უმართავი ჭურვები

С-5, С-8, С-13, С-24, С-25

ომბარდირული შეიარაღება:

 

    – საავიაციო ბომბები

100, 250, 500

    – ამთები ავზები

ЗБ-500

    – მცირე ტვირთების კონტეინერი

КМГУ-2

    – ერთჯერადი საბომბე კასეტები

РБК-250, РБК-500

საკიდი წერტილების რაოდენობა

10

 


 

სუ-25კმ სკორპიონი საფრანგეთში. საერთაშორისო ავიაკოსმოსურ გამოფენაზე ლე-ბურჟე-2001

19

Su-25KMScorpionLGB


სუ-25 კმ ,,სკორპიონი,,
  ბრიტანეთში. ავიაკოსმოსურ გამოფენაზე ფრანბორო-2002



თურქმენეთში გაყიდული სუ-25კმ სკორპიონი. თურქმენეთში,აშხაბადის აეროდრომზე.

turkmenistansu25skskorp

ქართული არმიის სუ-25კმ ,,მიმინო,,- ები

00j3u

ზემოთ სუ-25 კმ ის სკორპიონის მოდერნიზებული კაბინა, ქვემოთ ჩვეულებრივი სუ-25კ-ს კაბინა.

skorpion  1  101qwewe

 
სუ-25 კმ მიმინოს კაბინა

MIMINO COCPIT


JavaScript is disabled!
To display this content, you need a JavaScript capable browser.

 


 

www.tam.ge